ჩემს მიერ შექმნილი რესურსები




1.    ინფორმაცია პროექტის  შესახებ


 



პროექტის სახელწოდება:   ბიბლიოთეკა - ადამიანის სულიერი განძსაცავია



პროექტის ხანგრძლივობა: 1 წელი



პროექტის ბენეფიციარები:  მარტყოფის N2 საჯარო  სკოლის მოსწავლეები.




პროექტის მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანია სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესში იმ ლიტერატურით, რომელიც საჭიროა სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმისათვის, პროექტების, კონფერენციების, რეფერატების, ინტელექტუალური თამაშების   და სხავა აქტივობების განხორციელებისათვის. ლიტერატურული საღამოების, დისკუსიების, მწერლებთან და პოეტებთან შეხვედრების ორგანიზებისათვის.

 



არსებული სიტუაციის ანალიზი/პრობლემის იდენტიფიცირება:  სკოლის მოსწავლეების უმეტეს ნაწილს არა აქვს კერძო ბიბლიოთეკა, რადგან მშობლებს არ აქვს საშუალება უყიდოს შვილს დამატებითი ლიტერატურა, ამიტომ მოსწავლეების საჭირო ლიტერატურით უზრუნველყოფის ძირითადი წყაროს სკოლის ბიბლიოთეკა წარმოადგენს.  ყოველ წელს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინტერესების გათვალისწინებით ხდება სკოლის ბიბლიოთეკის განახლებაა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისათვის.

 




პროექტის მიზანი და ამოცანები: წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, რაც შეიძლება მეტი მოსწავლის დაინტერისება და ჩართვა სხვადასხვა შემეცნებით და ლიტარატურულ ღონისძიებებში, მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება, წიგნიერების ამაღლებისათვის საჭირო გარემოს შექმნა.



დაგეგმილი აქტივობების დეტალური აღწერა:


აქტივობა 1 –
აქტივობა 2-
აქტივობა 3-
აქტივობა 4-
აქტივობების ვადები:

აქტივობა
2017 წლის სექტემბერი
აქტივობა 1 –
აქტივობა 2-
აქტივობა 3-
აქტივობა 4-














მოსალოდნელი შედეგები:

·         მოსწავლეებში წიგნის კითხვის ინტერესის გაღვივება;
·         ბიბლიოთეკის გამოყენაბა სასწავლო პროცესში  დამატებითი ლიტერატურის მოძიების მიზნით;
·         ლიტერატურული საღამოების მოწყობით და მწერლებთან  და პოეტებთან შეხვედრებით სასკოლო ცხოვრების გახალისება.
·         ,,კოლექტიური კითხვის“ კლუბის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში  წიგნის კითხვის კულტურის ამაღლებას და ამა თუ იმ ნაწარმოების მიმართ სხვა მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას.

პროექტის მდგრადობა:























·         მოსწავლეებს წაკითხული და გაანალიზებული აქვთ მათი ინტერესების შესაბამისად შერჩეული ნაწარმოებები;
·         მოსწავლეებს წაკითხული ნაწარმოებების საფუძველზე დარიგებული აქვთ საკუთარი ხელით დამზადებული ბუკლეტები, რომელშიც მოცემულია წიგნის მოკლე შინაარსი. მომზადებული აქვთ: ალბომი, ილუსტრაციები, ალბომი სახელწოდებით ,,მკითხველთა კლუბის ჩანაწერები“, მინი სპექტაკლი;
·         მოსწავლეები გაცნობილი არიან ავტორის ბიოგრაფიას და მისი შემოქმედების გავრცელების მასშტაბებს;
·         მოსწავლეებს განვითარებული აქვთ დებატების, ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, ინფორმაციის მოძიებისა და გუნდური მუშაობის უნარები;
·         სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარებულია კონკურსი და ვიქტორინა;
·         მოსწავლეების მიერ გადაღებული ვიდეოებისა და ფოტოების გამოყენებით  შექმნილია ,,მკითხველთა კლუბის“ გვერდი სოციალურ ქსელში.
კითხვა (პაუზებით, ინტონაციებით, კომენტირებული), როლური თამაშები, სათქმელის ვიზუალიზაცია, დებატები, ილუსტრაციების მომზადება, მინი სპექტაკლის დადგმა,  სარეკლამო ბუკლეტების დამზადება, შთაბეჭდილებების ალბომის მომზადება და სხვა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები წაიკითხავენ ერთ ნაწარმოებს, რომლის საფუძველზე ჩაერთვებიან სხვადასხვა სახალისო აქტივობებში(როლური თამაშები,მინი სპექტაკლის დადგმა,  სარეკლამო ბუკლეტების დამზადება, დებატები, წერილი სააყვარელ პერსონაჭს, წიგნის რეკლამა და სხვა). აღნიშნული სახალისო აქტივობები გაზრდის მოსწავლეების მოტივაციას, სრულფასოვნად გააანალიზონ ნაწარმოების შინაარსი, პარალელები გაავლონ რეალობასთან, გამოხატონ და დაიცვან საკუთარი აზრი.
1.      მასწავლებელი აკეთებს ზოგად მიმოხილვას პროექტისა და წიგნის შესახებ. მოსწავლეები იწყებენ წიგნის კითხვას. მასწავლებელი ეხმარება წაკითხულის ანალიზში. კითხვა გრძელდება ყოველ გაკვეთილზე.
2.  გამოკვეთილი  პერსონაჟები და მათი სახასიათო შტრიხები(პერსონაჟების რუქის შექმნა);
3.  დებატები ნაწარმოებში გამოკვეთილ პრობლემებზე;
4.  ხელნაკეთი ალბომის მომზადება, რომელშიც მოსწავლეებს პერიოდულად შეაქვთ საკუთარი შთაბეჭდილებები და დასამახსოვრებელ ფრაზები წაკითხული წიგნის შესაბამისად; აკეთებენ ჩანახატებსა და ილუსტრაციებს; წერენ წერილებს საყვარელ გმირებს;
5. როლური თამაშები;
6. ილუსტრაციების მომზადება;
7. კროსვორდის მომზადება;
8. მოსწავლეები წარმოადგენენ და განიხილავენ ნაწარმოების ალტერნატიულ დასასრულს;
9. ნაწარმოების მიხედვით მინი სპექტაკლის მომზადება;
10. ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენება;
11.  T დიაგრამაში დადებითი და უარყოფითი გმირების შეფასება;
12.  წერილები საყვარელ პერსონაჟს. (წერილების განხილვა).
13.  დისკუსია ( რა გავიგე? რა მომეწონა/არ მომეწონა? რას შევცვლიდი)
14.  წიგნში გამოკვეთილი პრობლემების იდენტიფიცირება და პარალელები თემში არსებულ რეალობასთან;
15.  მოსწავლეები ამზადებენ და ავრცელებენ ბუკლეტებს, რომელშიც ჩაწერილია წაკითხული ნაწარმოებების მოკლე შინაარსი (კლუბის არაწევრი მოსწავლეების დაინტერესების მოზნით);
16. წერილი ავტორს. (წერილების განხილვა).
17.  დასამახსოვრებელ ფრაზები და მათ ირგვლივ მსჯელობა;
18. შეხვედრა ავტორთან ( ბიოგრაფიული და კარიერული ინფორმაციის მოძიება, კითხვების მომზადება);
19.  გასვლითი ღონისძიება - ექსკურსია საჯარო ბიბლიოთეკაში;
20. დასკვნითი ღონისძიება (ილუსტრაციების, ალბომის გამოფენა, შთაბეჭდილებების გამოხატვა და ა.შ.)
და ა. შ.


Комментариев нет:

Отправить комментарий